ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გაიმართა

მაისი 17, 2023

17.05.23 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან კიბერუსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციული უსაფრთხოების სამმართველოს უფროსმა აკაკი შეყელაძემ, კიბერსივრცისა და კიბერუსაფრთხოების არსსა და არსებულ გამოწვევეზე ისაუბრა. ასევე, მომხსენებელმა მონაწილეებს კიბერჰიგიენის ძირითადი მიდგომები გაუზიარა და ონლაინ სივრცეში არსებული პრობლემებისა და საფრთხეების შესახებ ცნობიერების გაზრდის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა მიესალმა და ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.