ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
იანვარი 30, 2024
30.01.24 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე, მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და იმ პროცედურებზე ისაუბრა, რასაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადის.
საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის ღირებულებებს, ევროინტეგრაციის მნიშვნელობას, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებს.
მომხსენებელმა, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, დეზინფორმაციულ ნარატივებსა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.