ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მაისი 17, 2023

17.05.23 – ზუგდიდი

საქართველოში მიმდინარე „ევროპის დღეები 2023“-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან კიბერუსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციული უსაფრთხოების სამმართველოს უფროსმა აკაკი შეყელაძემ, კიბერსივრცისა და კიბერუსაფრთხოების არსსა და არსებულ გამოწვევეზე ისაუბრა. ასევე, მომხსენებელმა მონაწილეებს კიბერჰიგიენის ძირითადი მიდგომები გაუზიარა და ონლაინ სივრცეში არსებული პრობლემებისა და საფრთხეების შესახებ ცნობიერების გაზრდის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს „ევროპის დღეები“ საქართველოში უკვე მეთერთმეტედ იმართება და მას საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ახორციელებს. „ევროპის დღეების“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით ყურადღება მახვილდება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.