ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლაში ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
იანვარი 31, 2024
31.01.24 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, ნატოს შექმნის ისტორიაზე, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
მომხსენებელმა, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, დეზინფორმაციულ ნარატივებსა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.