ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის სკოლაში ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე სემინარი გაიმართა

აპრილი 23, 2024

23.04.24 – სოფელი განმუხური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ჩართულობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე სემინარი გაიმართა.

სემინარზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და იმ პროცედურებს, რასაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადის.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ფოთის ოფისის წარმომადგენელმა ნანა წულაიამ ახალგაზრდებს, უსაფრთხო მიგრაციის, ევროპის ქვეყნებში ლეგალურად სწავლისა და მუშაობის, სამოგზაურო რეგულაციებისა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.