ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

მარტი 28, 2023

28.03.23 – სოფელი რიყე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნინო ფოცხვერიამ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე: კერძოდ, ERASMUS +, ERASMUS MUNDUS-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის, EU4YOUTH პროგრამის სტიპენდიების, სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიების, ევროპის სოლიდარობის კორპუსის საშუალებით მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის, ასევე, ევროკომისიის სტრუქტურებსა (blue book traineeships) და ევროპარლამენტში (შუმანის სახელობის) სტაჟირების შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია.