ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 27, 2024

27.02.24 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, მათ შორის ა(ა) იპ-ების თანამშრომლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, სამართლის დოქტორმა და ასოციაცია „ევროპის დროით“ თავმჯდომარემ ეკა ქარდავამ, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი, ასევე, შეეხო კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, ევროკავშირის ბუნებას, წესრიგსა და გამოცდილებას.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.