ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 27, 2024

27.02.24 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან თანამშრომლობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებსა და დირექტორებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

მოწვეულმა ექსპერტმა, სამართლის დოქტორმა და ასოციაცია „ევროპის დროით“ თავმჯდომარემ ეკა ქარდავამ, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილა. საუბარი, ასევე შეეხო კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, ევროკავშირის ბუნებას, წესრიგსა და გამოცდილებას.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.