ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

მარტი 29, 2024

29.03.24 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოსთან თანამშრომლობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

მოწვეულმა ექსპერტმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ, ევროატლანტიკური ინტეგრაციის და უსაფრთხოების პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ გაუწია, რომელმაც ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ისაუბრა.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილები, სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი კოტე ბასარია და ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.