ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 11, 2022
11.11.22 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა მიესალმა და ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
მონაწილეებს, ასევე, საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა გაბელიამ, ევროკავშირის შექმნის ისტორიისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების: კერძოდ, ERASMUS +, ERASMUS MUNDUS-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის, EU4YOUTH პროგრამის სტიპენდიების, სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიების, ევროპის სოლიდარობის კორპუსის საშუალებით მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის, ასევე, ევროკომისიის სტრუქტურებსა (blue book traineeships) და ევროპარლამენტში (შუმანის სახელობის) სტაჟირების შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია.