ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
იანვარი 30, 2023
30.01.23 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ისტორიასა და მიზნებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე, ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მნიშვნელობასა და ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
მომხსენებელმა, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, დეზინფორმაციულ ნარატივებსა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.
გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებს.