ზუგდიდის ქალთა კლუბის წევრებთან ონლაინ ლექცია გაიმართა
აპრილი 6, 2022
06.04.22 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ზუგდიდის ქალთა კლუბისა და ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობით კლუბის წევრებთან ონლაინ ლექცია გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა მიესალმა და ცენტრის საქმიანობისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს“ კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ძიძიშვილმა დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური ნარატივების, მასთან ბრძოლის მეთოდებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
საუბარი შეეხო მედიაწიგნიერების როლს პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში.
შეხვედრას ზუგდიდის ქალთა კლუბის თავმჯდომარე და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი ეკა მინჯორაია, კლუბის წევრები, პრეზიდენტი მაკა ხეცურიანი და მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
ლექცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.