ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 25, 2023

25.12.23 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.

მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსმა დავით უჩაძემ, ანტიდასავლური პროპაგანდის გამოწვევებსა და ამ მხრივ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მედიაწიგნიერების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.