ზუგდიდის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 21, 2022
21.09.22 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, ჰიბრიდული ომების მკვლევარმა დავით ძიძიშვილმა, ჰიბრიდული ომის თანამედროვე ტენდენციებზე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არსებულ დეზინფორმაციულ ნარატივებზე, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.