ზუგდიდის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

იანვარი 30, 2022

30.01.22 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა მიესალმა და ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

ასევე, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნინო ფოცხვერიამ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე: კერძოდ, ERASMUS +, ERASMUS MUNDUS-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივისა და EU4YOUTH პროგრამის სტიპენდიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიების, ევროპის სოლიდარობის კორპუსის საშუალებით მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის, ასევე, ევროკომისიის სტრუქტურებსა (blue book traineeships) და ევროპარლამენტში (შუმანის სახელობის) სტაჟირების შესაძლებლობები.