ზუგდიდის წმიდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეებთან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
მარტი 6, 2023
06.03.23 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ზუგდიდის წმიდა გიორგის სახელობის გიმნაზიის სამოქალაქო კლუბის ერთობლივი ორგანიზებით, მოსწავლეებთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ისტორიასა და მიზნებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
ყურადღება გამახვილდა ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მნიშვნელობასა და ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
მომხსენებელმა, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, დეზინფორმაციულ ნარატივებსა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და დასასრულს, მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრის თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.