ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 28, 2023
28.03.23 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნინო ფოცხვერიამ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე: კერძოდ, ERASMUS +, ERASMUS MUNDUS-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის, EU4YOUTH პროგრამის სტიპენდიების, სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიების, ევროპის სოლიდარობის კორპუსის საშუალებით მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის, ასევე, ევროკომისიის სტრუქტურებსა (blue book traineeships) და ევროპარლამენტში (შუმანის სახელობის) სტაჟირების შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია.