ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე ვებინარი გაიმართა
დეკემბერი 12, 2020
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო ზემო-სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, პროექტის “საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა დემოკრატიულ პროცესებში” მონაწილეებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ვებინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ,ბსაქართველოს ნატოსთან თანამშრომლობაზე, პერსპექტივებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ნატოს შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, ანტი-დასავლურ პროპაგანდასა და თანმდევ საფრთხებზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა ვიქტორინა, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.