ციკო შაქარაშვილი
შიდა ქართლის რეგიონული წარმომადგენელი
ციკო შაქარაშვილი 2021 წლიდან საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელია შიდა ქართლის რეგიონში.
აქვს საჯარო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა დროს მუშაობდა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში, დღემდე მუშაობს შიდა ქართლის სახელმწიფო ადმინისტრაციაში. გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგ-სემინარები, მათ შორის არის დემოკრატიის სკოლისა და GIPA-ადამიანური რესურსების მართვის პროგრამის კურსდამთავრებული.
ციკო შაქარაშვილს დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი.
საკონტაქტო მეილი: tsshakarashvili@mfa.gov.ge