ირაკლი პაპავა

გურიის რეგიონული წარმომადგენელი

ირაკლი პაპავა 2021 წლიდან საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელია გურიის რეგიონში.

აქვს კერძო სექტორში იურისტად მუშაობის დიდი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იყო პროექტების კოორდინატორი ან/და იურისტი: „სამართლისა და უფლებების რეალიზაცია მოზარდთა მონაწილეობით“, „წინაპრები და შთამომავლები ბავშვთა უფლებების სადარაჯოზე“, „გაერთიანება წყლის მომხმარებელთა უფლებების დასაცავად“, „საზოგადოებრივი ინიციატივები ცვლილებებისა და დემოკრატიისათვის“, „მოქალაქეები ღია და ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობისთვის“, „ადგილობრივი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება“ და სხვა. არის ევროკავშირის სამართლის თემატიკაზე შექმნილი წიგნისა და სამეცნიერო სტატიების ავტორი.

გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგ-სემინარი ნატოს, ევროკავშირის, ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ს შესახებ. არის ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ დამფუძნელი და იურისტი 2002 წლიდან. ირაკლი ფლობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

საკონტაქტო მეილი: ipapava@mfa.gov.ge