ირმა გაბინაშვილი

აჭარის რეგიონული წარმომადგენელი

ირმა გაბინაშვილი 2016 წლიდან საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელია აჭარის რეგიონში.

გავლილი აქვს IREX-Georgia-ს, DW Akademie Georgia-ის, PH International & GCSD -ის, NATO Public Diplomacy Division და SlovakAid -ის, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების კურსები საერთაშორისო უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკაში, სტრატეგულ კომუნიკაციაში, მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციასთან გამკლავების მეთოდებშ. ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მედიაგანათლების პროგრამა MEP -ის ფარგლებში, გავლილი აქვს პროფესიული სტაჟირება აშშ -ის მედიისა და კომუნიკაციის პროფილის უმაღლეს სასწავლებლებში და ასევე, ევროკავშირის პროგრამის ERASMUS+ აკადემიური მობილობა პოლონეთში, შჩეცინის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქვს როგორც საჯარო სექტორში – ადგილობრივი თვითმმართველობის დარგობრივი სტრუქტურული ერთეულების კოორდინაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების მართვის, ისე – სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში პედაგოგიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ირმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მაგისტრი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის PhD აკადემიური დოქტორია. გამოქვეყნებული აქვს დარგობრივი სამეცნიერო სტატიები და ნაშრომები.

საკონტაქტო მეილი: Igabinashvili@mfa.gov.ge