თემურ სუყაშვილი
ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენელი
თემურ სუყაშვილი 2019 წლიდან საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელია ქვემო ქართლის რეგიონში.
2013 წლიდან მუშაობს პედაგოგად მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებში, 2017 წელს მონაწილეობდა Erasmus+ პროექტში „IDEALIST“. განხორციელებული აქვს პროექტი: „გავიცნოთ ევროპა ახლოს“, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კონკურსის „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ ერთ-ერთი გამარჯვებულია.
თემური ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაკალავრის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონული კვლევების მაგისტრის ხარისხს.
საკონტაქტო მეილი: tsukashvili@mfa.gov.ge