ირინა ბარნაბიშვილი

რეგიონების მართვის სამსახურის უფროსი

ირინა ბარნაბიშვილი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს 2009 წელს შემოუერთდა. 2014 წლიდან იკავებს ცენტრის რეგიონების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციას. გავლილი აქვს სხვადასხვა პროფესიული განვითარების პროგრამები, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციასთან გამკლავების მიმართულებები.

ირინა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სახელმწიფო მართვისა და ადგილობრივი თვითმართველობის მაგისტრია.