ირინა შამილაძე
დირექტორის მოადგილე
ირინა შამილაძე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში დირექტორის მოადგილის პოზიციას 2018 წლიდან იკავებს. მას გააჩნია საჯარო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება (2007 წლიდან დღემდე).
ირინა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის მაგისტრია. ასევე, ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ბაკალავრის ხარისხს.
გავლილი აქვს სხვადასხვა სემინარი და სასწავლო კურსი საერთაშორისო ურთიერთობების, ეროვნული უსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციების, სახალხო დიპლომატიისა და PR-ის მიმართულებით.
ფლობს ინგლისურ და ესპანურ ენებს.