მარიამ გიგაური
პროექტების მართვის და დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
მარიამ გიგაური 2015 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში.
მარიამ გიგაური ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრია. ასევე, ფლობს ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.
2021 წელს დაამთავრა ესტონეთის დიპლომატიის სკოლის პროგრამა „საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული ინტეგრაციის თეორია და პრაქტიკა“. 2022 წლის იანვარში მოიპოვა პროექტების მართვის ინსტიტუტის (PMI) პროექტის მენეჯმენტის პროფესიული სერთიფიკატი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა გორის მერიის განვითარების სააგენტოში, ასევე, საერთაშორისო ა/ო-ის „Women’s Democracy Network“ საქართველოს წარმომადგენლობაში პროექტების მენეჯერად; აქვს გავლილი სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სემინარში, ტრენინგსა და კურსში საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, სტრატეგიული კომუნიკაციების, კვლევის მეთოდების, პროექტების მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის თემებზე.
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.