მარინე არაბული

ადმინისტრაციული და ფინანსური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

მარინე არაბული 2014 წლიდან ცენტრის ადმინისტრაციული და ფინანსური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსია. კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს: მუშაობდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში, საქართველოს პარლამენტთან არსებულ სახელმწიფო ჰერალდიკის საბჭოში, საქართველოს გაერთიანებულ ენერგოკომპანიაში, საქართველოს ვაჭრობისა და ეკონომიკის განვითარების სამინისტროში.

მარინე ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ფინანსების განხრით.