ქეთევან კუპრაძე

ღონისძიებების მართვის სამსახურის უფროსი

ქეთევან კუპრაძე საინფორმაციო ცენტრს 2011 წლიდან შემოუერთდა. მონაწილეობდა ნატოსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში, აქტიურად იყო ჩართული ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მიერ ორგანიზებულ სემინარებში სახალხო დიპლომატიის და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით. 2019 წლიდან ნატოს შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსია.

ქეთევანი ფლობს ქ. ბრიუსელის საერთაშორისო მენეჯმენტის ინსტიტუტის ბიზნეს კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობებების ბაკალავრის ხარისხს.