სოფიკო ქემაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

სოფიკო ქემაშვილი 2019 წლიდან ცენტრში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებს. 2010-2018 წლებში მუშაობდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად. მონაწილეობდა ნატოსა და ევროკავშირის, ასევე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID მიერ დაფინანსებულ პროექტებში.

სოფიკო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრია.