თამარა წულეისკირი
დირექტორი
თამარა წულეისკირი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. მუშაობდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში, სადაც საგარეო უწყების ცენტრალურ აპარატში იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მრჩევლის, ხოლო შემდეგ დირექტორის მოადგილის თანამდებობებს. დიპლომატიური კარიერა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოში დაიწყო, სადაც 2012-2016 წლებში პრესისა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე მუშაობდა.
თამარა ქ. ბერლინის ჰერტის საჯარო მმართველობის ინსტიტუტის საჯარო ადმინისტრირების მაგისტრია. ასევე ფლობს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული და ინგლისური ენებისა და ლიტერატურის პედაგოგის დიპლომს.