„დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და
ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“

პროექტის დასახელება: „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“
ბიუჯეტი: 749 673, 56 აშშ დოლარი
ხანგრძლივობა: 51 თვე (დაწყების თარიღი 28 სექტემბერი, 2018 წ – დასრულების თარიღი 30 დეკემბერი 2022)

მოკლე აღწერა

„დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერებისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო.

2018 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს სამთავრობო უწყებისთვის ქვეყნის სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად 499,675 აშშ დოლარის დახმარება გამოყო. პროექტი განახორციელა საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-მა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, საქართველოს მოსახლეობის გაცნობიერებული მხარდაჭერის განმტკიცებასა და გაზრდას და ანტი-დასავლური პროპაგანდის შედეგად გავრცელებული მითებისა და მცდარი შეხედულებების მიმართ საქართველოს მოქალაქეების მედეგობის განმტკიცებას.

პროექტის პირველი ფაზის მიღწეულმა შედეგებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ფართო საზოგადოებისათვის საქართველოს ათივე რეგიონში. აქტიური ინტერვენციისა და საინფორმაციო კამპანიის შედეგად, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა რეგულარულად იღებდა მეტ ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის შესახებ.

2020 წლის ივლისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით და მისი განხორციელებისთვის დამატებით გამოიყო 250 000 აშშ დოლარი. პროექტის მეორე ფაზა მიზნად ისახავდა მიღწეული შედეგების კონსოლიდაციას და მოქალაქეების არამარტო ინფორმირებას არამედ მათ აქტიურ ჩართვას დასავლური ინტეგრაციის პროცესებში.

პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრმა პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარა სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან, როგორც დედაქალაქში ასევე საქართველოს 10 რეგიონში (აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი), მათ შორის იყვნენ ახალგაზრდები, პროფესორ-მასწავლებლები, საჯარო მოხელეები/ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, თემის ლიდერები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები, გამყოფ ხაზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა და მედიის წარმომადგენლები.
  • პირდაპირი კომუნიკაციის გზით, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებლის, შესაძლებლობების და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ;
  • საქართველოს 10 რეგიონში, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, რეგიონული დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების მხარდაჭერით;
  • ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებული საინფორმაციო კამპანიის წარმოება, რომლის მიზანია მოწყვლადი და სტრატეგიული სამიზნე აუდიტორიის ინფორმირებულობის გაზრდა;
  • საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო ცენტრის ძირითადი სამიზნე აუდიტორიისა და დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების განვითარება და ცნობიერების ამაღლება ანტი-დასავლური პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით;
  • მცირე გრანტების საშუალებით რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის წახალისება;
  • საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ორივე ფაზის ფარგლებში სულ 1969 ღონისძიება გაიმართა, შედეგად, პირდაპირი კომუნიკაცია დამყარდა66 795 ადამიანთან;
  • ცენტრის 10 რეგიონული წარმომადგენლის ჩართულობით გაიმართა 1445 შეხვედრა სოფლებსა და ურბანულ დასახლებებში მცხოვრებ 40 656 ადამიანთან;
  • მოწვეული ექსპერტების ჩართულობით გაიმართა 439 სემინარი ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სხვადასხვა პროფესიული წრეების 25 014 წარმომადგენლისთვის როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში
  • გაფართოვდა საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ქსელი და პროექტის ფარგლებში გაიხსნა 4 ახალი რეგიონული ბიურო (მაღალმთიან აჭარაში, ქვემო-ქართლში, გურიაში და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში).
  • გაძლიერდება ცენტრის თანამშრომლების პროფესიული უნარები, კერძოდ განხორციელდა ინტენსიური ტრენინგის 4 ციკლი ცენტრის თანამშრომლებისათვის
  • ჩატარდა სემინარის 5 ციკლი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 100-ზე მეტი სტუდენტისთვის, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლობენ
  • ჩატარდა საქართველოს მოქალაქეების განწყობების და ცოდნის 3 კვლევა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით.
  • ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან თანამშრომლობით, მცირე გრანტები გადაეცა რეგიონალურ მედია საშუალებებს ქვემო-ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა-ქართლში, სამეგრელოში და გურიაში. საქართველოს დასავლური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით შეიქმნა და გავრცელდა 789 შინაარსობრივი მედია პროდუქტი;
  • გადამზადდა რეგიონული მედია საშუალებების 85-მდე წარმომადგენელი
  • გაიმართა თემატური ტრენინგების 4 ციკლი რეგიონული მედიის 25 წარმომადგენლისთვის
  • მცირე გრანტების საშუალებით რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით შეირჩა და განხორციელდა 5 საუკეთესო საპროექტო წინადადება
  • დაიბეჭდა და გავრცელდა 126 397-მდე წიგნი, საინფორმაციო ბროშურა და საიმიჯო მასალები როგორც ქართულ, ისე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე
  • შეიქმნა და გამოქვეყნდა 126 ინფო გრაფიკა, 39 ვიდეო რგოლი, 165 თემატური პოსტი ცენტრის სხვადსხვა ონლაინ პლატფორმაზე (მასალა ასევე ითარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე)

სიახლეები

ვიდეო გალერეა