პროექტის დასახელება: ერთიანობა მრავაფეროვნებაში
პროექტის განხორიციელების ვადები: წელიწადში ერთხელ, ევროპის დღეების ფარგლებში
სამიზნე ჯგუფი: მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები და სხვა დაინტერესებული პირები.
პროექტის მიზანი: მოსახლეობისათვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კულტურული თავისებურებებისა და ტრადიციების გაცნობა.
პროექტის შინაარსი: „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ არის კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის გამოფენა ევროკავშირის თემაზე. ის მასპინძლობს ასობით ადამიანს, მათ შორის სტუდენტებს, მოსწავლეებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენს დამთვალიერებლებისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კულტურული თავისებურებებისა და ტრადიციების გაცნობას.
გამოფენაზე მონაწილეები ამზადებენ 29 ქვეყნის სტენდს (მათ შორის საქართველოსას), რომლებზეც წარმოდგენილია თითოეული ქვეყნის ტრადიციული ნივთები, კერძები და სუვენირები.
ღონისძიების დასასრულს 3 საუკეთესო სტენდის ავტორი სხვადასხვა სახის საჩუქრებით ჯილდოვდება. ყველა სტუდენტი იღებს მონაწილეობის დამადასტურებელ სერთიფიკატს.
პროექტის ორგანიზატორი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ; თავდაცვის სამინისტრო; ბრიტანული კუთხე.