პროექტის დასახელება: ევროპული კაფეების ტური

პროექტის განხორიციელების ვადები: 2016-2017 წლები

სამიზნე ჯგუფი: რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა, ადგილობრივი თემის ლიდერები

პროექტის მიზანი: პროექტი ექსპერტებს, ადგილობრივი თემის ლიდერებსა და რეგიონის მოსახლეობას შორის სხვადასხვა სოციალური პრობლემების გარშემო დიალოგის დაწყებას გულისხმობს. ასევე, სლოვაკეთისა და სხვა ცენტრალური ევროპის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. ექსპერტები მოსახლეობას რეალურ ისტორიებს უამბობენ სლოვაკეთის ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ.

პროექტის აღწერა: „პირველი ევროპული კაფეების ტური“ პროექტის „საქართველო ევროპულ გზაზე“ ფარგლებში ხორციელდება. ის 2016 წლის მარტში დაიწყო და 2017 წლის მარტამდე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში სლოვაკი და ქართველი ექსპერტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვევიან. ევროპული კაფეების ტურის პირველი ეტაპი რუსთავში, მარნეულში, თელავში, ახალაქალაქში, თიანეთში, მცხეთაში და გორში მოეწყობა. მეორე ეტაპს კი ზუგდიდი, მესტია, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ქობულეთი, ლანჩხუთი, საჩხერე და ჭიათურა უმასპინძლებს. სამუშაო შეხვედრები რეგიონული ცენტრის გამგეობებში ჩატარდება სადაც მოწვეული სტუმრები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.

პროექტის ორგანიზატორი: გლობალური უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი (ყოფილი სლოვაკეთის ატლანტიკური კომისია)

პროექტის მხარდამჭერები: ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისი, სლოვაკეიდი