ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია
17-19 ივლისი, თბილისი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი იწვევს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 9-12 კლასის მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
საზაფხულო სკოლის მიზანი:
- მოსწავლეების ინფორმირება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარე საკითხებზე;
- მოსწავლეების ჩართულობის გაზრდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:
- საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია
- საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში;
NATO
- ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი NATO, NATO-ს ისტორია
- NATO-საქართველოს ურთიერთობები, პერსპექტივები და გამოწვევები, NATO-ში გაწევრიანების ახალი შესაძლებლობები
- საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში
EU
- ევროკავშირის ისტორია
- საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების განხორციელება
- DCFTA და სოფლის მეურნეობის განვითარება;
- სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია
- მითები ევროკავშირთან მიმართებაში;
- ანტიდასავლური პროპაგანდის მეთოდები;
საზაფხულო სკოლის განმავლობაში, მონაწილეები მოისმენენ მოხსენებებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ევროპული ღირებულებების, ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებისა და მისწრაფებების შესახებ.
სავალდებულო მოთხოვნები:
- დაინტერსებული კანდიდატი უნდა იყოს საერთაშორისო საჯარო და კერძო სკოლების 9-12 კლასის მოსწავლე.
- სასურველია ფლობდეს ინგლისურ ენას
- მათი მომავალი პროფესია, ინტერესები, მისწრაფებები შეესაბამებოდეს საზაფხულო სკოლის თემატიკას.
* ლექციები ჩატარდება ქართულ ენაზე
საზაფხულო სკოლის კურსის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
დაინტერესებულ სტუდენტებს, ვთხოვთ, გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე, არა უგვიანეს 7 ივლისის 18:00 საათისა .
პროექტში მონაწილეობა უფასოა.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.
გასაუბრებას შედეგად შეირჩევა 25 მონაწილე.
ლექციები ჩატარდება 17-19 ივლისის პერიოდში; თითოეული ლექციის ხანგრძლივობა – 2 საათი.
საზაფხულო სკოლის ჩატარების ადგილი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.
მისამართი: შ. დადიანის 2/1, თავისუფლების მოედანი, თბილისი
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მოგვმართოთ: infocenter@eu-nato.gov.ge ; 2 158 100; 598 322 685