ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია
12-16 ივნისი, თბილისი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი იწვევს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
საზაფხულო სკოლის მიზანი:
- სტუდენტების ინფორმირება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარე საკითხებზე;
- სტუდენტების ჩართულობის გაზრდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:
- საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია
- საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში;
NATO
- ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი NATO, NATO-ს ისტორია
- NATO-საქართველოს ურთიერთობები, პერსპექტივები და გამოწვევები, NATO-ში გაწევრიანების ახალი შესაძლებლობები
- საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში
EU
- ევროკავშირის ისტორია
- საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების განხორციელება
- DCFTA და სოფლის მეურნეობის განვითარება;
- სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია
- მითები ევროკავშირთან მიმართებაში;
- ანტიდასავლური პროპაგანდის მეთოდები;
საზაფხულო სკოლის განმავლობაში, მსმენელები შეხვდებიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფრომაციო ცენტრის ხელმძღვანელებს, მოწვეულ ექსპერტებს. მონაწილეები მოისმენენ მოხსენებებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ევროპული ღირებულებების, ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებისა და მისწრაფებების შესახებ.
სავალდებულო მოთხოვნები:
- დაინტერსებული კანდიდატი უნდა იყოს საერთაშორისო ურთიერთობების, სოციალური და პოლიტიკის მეცნიერებების, იურიდიული, ჰუმანიტარული და ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი.
- სასურველია ფლობდეს ინგლისურ ენას
- მათი მომავალი/ახალანდელი პროფესია, ინტერესები, მისწრაფებები შეესაბამებოდეს საზაფხულო სკოლის თემატიკას.
* ლექციები ჩატარდება ქართულ ენაზე
საზაფხულო სკოლის კურსის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები მიიღებენ სერტიფიკატებს, ხოლო წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სტაჟირება საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ;
დაინტერესებულ სტუდენტებს, ვთხოვთ, გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე, არა უგვიანეს 6 ივნისის 18:00 საათისა .
პროექტში მონაწილეობა უფასოა.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.
გასაუბრებას შედეგად შეირჩევა 25 მონაწილე.
ლექციები ჩატარდება 12-16 ივნისის პერიოდში; თითოეული ლექციის ხანგრძლივობა – 2 საათი.
საზაფხულო სკოლის ჩატარების ადგილი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.
მისამართი: შ. დადიანის 2/1, თავისუფლების მოედანი, თბილისი
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მოგვმართოთ: infocenter@eu-nato.gov.ge ; 2 158 100; 598 322 685