ევროპის დღეები

პროექტის დასახელება: ევროპის დღეები
სამიზნე ჯგუფი: ფართო საზოგადოება

პროექტის მიზანი

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.

მოკლე აღწერა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, „ევროპის დღეები“ ყოველწლიურად ხორციელდება.

ევროპის დღეების ფარგლებში სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისათვის, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები, სხვადასხვა სამიზნე აუდიტორია და ფართო საზოგადოება.

სიახლეები

ვიდეო გალერეა