საზოგადოების ინფორმირებულობისა
და მედეგობის გაზრდა

პროექტის დასახელება: საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა
ბიუჯეტი: 250 000 აშშ დოლარი
ხანგრძლივობა: 18 თვე (დაწყების თარიღი 1 იანვარი, 2022 წ)

მოკლე აღწერა

2022 წლიდან საინფორმაციო ცენტრი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“, რომელიც ორიენტირებულია მრავალი მნიშვნელოვანი და მდგრადი შედეგის მიღწევაზე. პროექტის მიზანია საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის შენარჩუნება და განმტკიცება, ასევე დეზინფორმაციის წინააღმდეგ მედეგობის გაზრდა.

პროექტის ძირითადი ბენეფიციარები

350 ახალგაზრდა, 130 პედაგოგი, საინფორმაციო ცენტრის 25 თანამშრომელი. დამატებით, 500 000-მდე ადამიანის დაფარვა სოციალური მედია კამპანიების საშუალებით.

პროექტის კონკრეტული მიზნები

  • საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ ძირითადი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე, ახალგაზრდებსა და მასწავლებლებზე;
  • სტრატეგიული სამიზნე აუდიტორიის მედეგობის გაძლიერება და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ მცდარი წარმოდგენებისა და მითების აღმოფხვრა, რომლებიც გავრცელებულია ანტიდასავლური დეზინფორმაციული კამპანიებით.
  • შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და ინოვაციების ხელშეწყობის გზით საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

მთლიანობაში, პროექტი იყენებს ერთიან საზოგადოებრივ მიდგომას (whole-of-society) და უზრუნველყოს ქცევის ცვლილებას პროექტის ბენეფიციარებს შორის.

პროექტის აქტივობები

ორდღიანი ტურების ციკლი ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი – პანკისის ხეობა) 120-მდე ახალგაზრდისა და სკოლის პედაგოგისთვის. კულტურულ-საგანმანათლებლო ტურების ციკლი მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა სემინარები, დისკუსიები, ვიზიტები სახელმწიფო უწყებებსა და საელჩოებში, ექსკურსიები კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ა.შ. სემინარებზე მომხსენებლებად მოწვეულნი იქნებიან მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, თემის ექსპერტები. ასევე, პროექტის ბენეფიციარები ადგილზე გაეცნობიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე დიპლომატიური წარმომადგენლობების ფუნქციონირებას, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების მნიშვნელობას და ამ პროცესებით მიღებულ ხელშესახებ სიკეთეებს. ტურების კონცეფცია ხაზს უსვამს იმას, რომ ქართული კულტურა მიეკუთვნება საერთო ევროპულ ტრადიციას და ღირებულებებს – ამ მიზნით, მონაწილეები მოინახულებენ მუზეუმებს და მონაწილეობას მიიღებენ შესაბამის კულტურულ ღონისძიებებსა და აქტივობებში.

პროგრამა ხორციელდება ოთხ ციკლად, სამთვიანი პერიოდებით სამცხე-ჯავახეთის, ქვემო-ქართლის, კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისა და აჭარის რეგიონულ წარმომადგენლობებში. სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ჯამში 28 ახალგაზრდას მიეცემა უნიკალური შესაძლებლობა ერთი მხრივ გაიღრმავონ ცოდნა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, დასაქმდნენ ცენტრის რეგიონულ წარმომადგენლობებში და მომავალი კარიერული ზრდისთვის დააგროვონ მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება და მეორე მხრივ, ხელი შეუწყონ საინფორმაციო ცენტრსა და ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის კავშირების განმტკიცებას.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს 70 სკოლაში შეიქმნება მოსწავლეთა დებატ-კლუბები, რომლებიც ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციასთნ დაკავშირებულ საკითხებზე ორგანიზებულ დებატების ტურნირში მიიღბენ მონაწილეობას.  ჯამში 250 მოსწავლე და 70 მასწავლებელი დახვეწავს დებატების უნარებს და დებატების ტექნიკების საშუალებით აიმაღლებენ ცოდნას მედია-წიგნიერების, კრიტიკული აზროვნების, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.

მომზადდება და გავრცელდება 40 ვიზუალური ბანერი (ინფოგრაფიკები, პოსტები) და 6 საინფორმაციო ვიდეო. შეიქმნება 10 ანალიტიკური ბლოგი; 500 000-მდე ადამიანი დაიფარება სოციალური მედია კამპანიის საშუალებით.

პროექტის ფაგრლებში განხორციელდება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონალური და უნარ-ჩვევების  საჭიროებების კვლევა და ანალიზი. სწრაფად ცვალებადი საინფორმაციო გარემოს და ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, აღნიშნული პროცესი ემსახურება ცენტრის სტრუქტურის, ოპერირების მექანიზმებისა  და ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

ორკვირიანი ინტენსიური პროექტების მენეჯმენტის კურსის ფარგლებში გადამზადდება ცენტრის 25 თანამშრომელი. თანამშრომლების ცოდნისა და უნარ-ჩვევების  გაღრმავება უმნიშვნელოვანესია ცენტრის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.

პროექტის დასკვნით ფაზაზე განხორციელდება შემდეგი პროექტის ზემოქმედების ანალიზის შეფასება:

  • „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ (ფაზა I)
  • „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ (ფაზა II)
  • „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“

ზემოქმედების ანალიზი შეაფასებს ძირითად მიღწევებს და გაუწევს რეკომენდაციებს მიზანმიმართული ძალისხმევის შესანარჩუნებლად იმ სფეროებში, რომლებიც გადამწყვეტია საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

სიახლეები

ვიდეო გალერეა