დადიანების სასახლის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარტი 29, 2023

29.03.23 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ზუგდიდის დადიანების სასახლის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა მიესალმა და ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ, საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკაზე, ნატო-სთან თანამშრომლობაზე, ინტეგრაციის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.