ღია კარის დღე საინფორმაციო ცენტრში
მარტი 15, 2024
15.03.24 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, თბილისის N221 და დუშეთის N1 საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, თამარ ჭითანავამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებაზე, მის სტრუქტურასა და გაფართოების ეტაპებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და მიმოიხილა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა.