გორის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 16, 2023
16.02.23 – გორი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდულ ცენტრთან” პარტნიორობით, გორის მუნიციპალიტეტის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა, დამსწრეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობისა და მიზნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამებისა და ევროპული განათლების უპირატესობების შესახებ, კი მოსწავლეებს “საქართველოს ახალგაზრდული ცენტრის“ წარმომადგენელი გიორგი ზაზარაშვილი ესაუბრა. ხაზი გაესვა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ხარისხიანი განათლების მიღების მნიშვნელობას.
“საქართველოს ახალგაზრდული ცენტრის“ წარმომადგენელმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა და ასევე, ინფორმაცია მიაწოდა იმ პლატფორმებზე, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდები მათთვის სასურველ პროექტებში მიიღებენ მონაწილეობას.