სამტრედიის მესამე საჯარო სკოლაში ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ივნისი 6, 2023
06.06.23 – სამტრედია
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სამტრედიის საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან თანამშრომლობით, სამტრედიის მესამე საჯარო სკოლაში საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში, მარიკა ვაჭარაძემ შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მისია გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოს შექმნის ისტორიას და გაფართოების ეტაპებს. ყურადღება გამახვილდა ნატო საქართველოს პარტნიორობაზე და თანამშრომლობის ეტაპებზე.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერდაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა დაევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების
საელჩოსთან ერთად ახორციელებს.