“ახალგაზრდა ევროპელი ელჩების” შემაჯამებელი ღონისძიება

პროექტის ,,ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლია გიგაურმა, ნატოსა და ეროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და USAID/Georgia-ს რეგიონული კონტრაქტ-ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე დებორა პერლმანმა გახსნეს. თემაზე „საქართველოს ევროპული არჩევანი და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია“ პანელური დისკუსია გაიმართა და „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების” საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაციის შემდგომ, პროექტის შედეგებზე იმსჯელეს.

ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში – ახალგაზრდებმა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ 3 რეგიონის, 17 მუნიციპალიტეტის, 83 სოფელში, 88 ტრენინგი ჩაატარეს. და საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს 1700-მდე მონაწილეს.

პროექტი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ 2017 წლის ოქტომბრიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID და საქართველოს გაეროს ასოციაციის UNAG „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის PITA პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. და მისი მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დასავლური ღირებულებების გაცნობაა. მოიცავდა ორ ეტაპს: მონაწილეთა გადამზადებას და გადამზადებული მონაწილეების/თანატოლგანმანათლებლების მიერ მოხალისეობრივ საფუძველზე შეხვედრების ჩატარებას – სკოლის ადმინისტრაციასთან, მასწავლებლებთან, სტუდენტებთან, თემის ლიდერებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში.