ახალგაზრდა ლიდერების ფორუმი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ახალგაზრდა ლიდერების პირველი ფორუმი გაიმართა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებით გამართულ ფორუმში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები მონაწილეობდნენ.
ფორუმი წარმოადგენს პლატფორმას ახალგარდებისთვის, იმსჯელონ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე
კონკურსის შედეგად შერჩეულმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს შემდეგ პანელურ დისკუსიებში: ევროკავშირი და საქართველო: კანდიდატის სტატუსის მოლოდინში და ევროკავშირის პერსპექტივა: 2030 წელს ახალი წევრების მისაღებად მზადება.
ორი საუკეთესო მომხსენებელი მონაწილეობას მიიღებს პოლონეთში დაგეგმილ სასწავლო ვიზიტში და დაესწრება „ადგილობრივი მმართველობების მე-9 ევროპულ კონგრესს“, რომელიც გაიმართება მიკოლაიკში, 2024 წლის 6-7 მარტს.