ახალგაზრდა ლიდერების პირველი ფორუმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ახალგაზრდა ლიდერების პირველი ფორუმი გაიმართა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებით გამართული ფორუმის მუშაობაში მთელი საქართველოს მასშტაბით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები მონაწილეობდნენ.

ფორუმის მიზანი იყო საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული ყველაზე აქტუალური საკითხების შეფასება და განხილვა.