აშშ-ს დაფინანსებული პროექტის მედია კომპონენტის შეჯამება
English bellow 👇
საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ პროექტს დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად.
2019 წლის დასაწყისიდან პროექტი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ობიექტური და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდებას.
პროექტი, მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებებთან ერთად, მოიცავს მედია კომპონენტს, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ რეგიონებში მედია გაშუქების ზრდაზე. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ათ რეგიონში კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა 20-მა მედია საშუალებამ (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური და ვებ-მედია), მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შესახებ, პროექტის ფარგლებში 280-ზე მეტი შინაარსობრივი პროდუქტი (თოქ-შოუები, დოკუმენტური ფილმები, ბეჭდური, აუდიო და ვიდეო სიუჟეტები, ვრცელი ელექტრონული სტატიები) მოამზადა და გადამზადდა რეგიონული მედიის 60-მდე წარმომადგენელი.
პროექტის მეორე ფაზა, 2021 წლის იანვრიდან იწყება და მიზნად ისახავს მიღწეული შედეგების კონსოლიდაციას და მოქალაქეების არამარტო ინფორმირებას, არამედ, მათ აქტიურ ჩართვას დასავლური ინტეგრაციის პროცესებში.
🇬🇪 🇺🇸 Information Center on NATO and EU with the U.S. Embassy to Georgia is implementing the large-scale project, which was granted from the United States Department of State to counter anti-western propaganda, by raising public awareness on Georgia’s European and Euro-Atlantic integration process.
➡The project is aiming at strengthening conscious public support for Georgia’s European and Euro-Atlantic integration and increasing citizens’ resilience towards disinformation and hostile narratives. In the frames of the project, complex information campaigns and capacity building activities are conducting across the country to effectively promote the country’s western integration and counter anti-western propaganda and myths about NATO and the EU.
➡Alongside with the direct communication with regional population, the second component of the project is focused on increasing media coverage of the topics related to Georgia’s western integration process reaching out to the wider public. Consequently, the 20 media partners (TV, radio, print and web) were selected on the basis of competition in ten regions, including five partners from ethnic minority areas. The partners produced content on a range of topics related to Georgia’s western integration- more than 280 materials, such as talk-shows, documentaries, print, video and audio stories, long read web articles.
🔷The second phase of the project will be launched in January, 2021, aiming at consolidating the achieved outcomes and raising public awareness as well as engaging them in the Georgia’s western integration process.