დებატ-კლუბების შემაჯამებელი ღონისძიება
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში,დასავლური ინტეგრაციის შესახებ დებატ-კლუბების ფინალური ტურნირი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან თანამშრომლობითა და “დებატებისა და განათლების ეროვნულ ინსტიტუტთან” პარტნიორობით განახორციელა.
პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 70 საჯარო სკოლაში დაარსდა დებატ-კლუბები, სადაც 70-ზე მეტი პედაგოგი და 850-მდე მოსწავლეა გაერთიანებული.
პროექტი ერთი მხრივ ხელს უწყობს პედაგოგების პროფესიულ გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და მეორე მხრივ, ახალგაზრდებში დასავლური ინტეგრაციის შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და ანალიტიკურ-კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების გაძლიერებას. აღნიშნული კი თავისმხრივ, აძლიერებს მედეგობას ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ.