ევროპის დღე
9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება!
🇪🇺 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერ შუმანმა ერთიანი ევროპის შექმნის იდეა გაახმოვანა, რომლის შესაბამისმა ინტეგრაციულმა პოლიტიკამ, ევროპის მომავალი შეცვალა.
🔹ევროკავშირი უნიკალური გაერთიანებაა, რომელიც უკანასკნელი 71 წლის მანძილზე უწყვეტად ვითარდება. დღეს, ევროკავშირში შემავალ 27 სახელმწიფოსა და მის 446 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს მშვიდობა და უსაფრთხოება, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა, საერთო კულტურა და მრავალფეროვნება, ღირებულებები – როგორიცაა დემოკრატია, პლურალიზმი, ტოლერანტობა, სამართლიანობა და სოლიდარობა.