ევროპული არდადეგები აჭარაში
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ბათუმის ბოტანიკურ ბაღში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტგრაციის საკითხებზე ერთდღიანი სემინარი ჩატარდა.