“ევროპული არდადეგები” დასრულდა
🎉 პროექტი “ევროპული არდადეგები” დასრულდა!
🔷 22-26 ივლისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, რაჭაში პროექტი “ევროპული არდადეგები“ გაიმართა.
🔶 პროექტში აფხაზეთიდან დევნილი 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
🔷 „ევროპული არდადეგები“ უკვე მეოთხე წელია ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და მათი ჩართულობის გაზრდას აღნიშნულ პროცესში; ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევასა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობას, ასევე, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას.