“ევროპული არდადეგები” ვარძიაში
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ ფარგლებში ვარძიაში, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე რიგით მეოთხე სემინარი ჩატარდა.
🔷სემინარები ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევთ მიიღონ მეტი ინფორმაცია დასავლური ინტეგრაციის პროცესის უპირატესობებთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ანტიდასავლური პროპაგანდის, გავრცელებული მითებისა თუ სტერეოტიპების დაძლევას.
📍პროექტში „ევროპული არდადეგები“ 300-მდე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობს და მისი მიზანია საქართველოს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმირება, მათი ჩართულობის ზრდა აღნიშნულ პროცესებში და საქართველოს შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.