ინტერვიუ თაჯან ილდემთან
“ჩვენ უნდა ვებრძოლოთ პროპაგანდას. ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ნატოს რეალური ფასეულობები და ასევე ის, თუ რისთვის იბრძვის საქართველო, როდესაც ალიანსის წევრობა სურს. ამის შესახებ არ უნდა არსებობდეს კითხვები. ეს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთადერთი გზაა”, – აცხადებს ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში, ელჩი თაჯან ილდემი ტვ იმედთან მიცემულ ინტერვიუში.
ნატო-საქართველოს ურთიერთობები, შავი ზღვის უსაფრთხოება და საქართველოს როლი, ალიანსის ინფორმაციულ პროპაგანდასთან ბრძოლის გზა – ინტერვიუს მთავარი საკითხებია.